ახალი ამბები

მაშველებმა 4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი ორმოდან ამოიყვანეს

22 ივნისი, 2018 • 4038
მაშველებმა 4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი ორმოდან ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მაშველებმა 4 დღის წინ დაკარგული 32 წლის მამაკაცი ორმოდან ამოიყვანეს.

უწყების ცნობით,  მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მუხლებამდე მიწაში იყო ჩაფლული და ამჟამად საავამდყოფოშია გადაყვანილი.

მაშველებმა მამაკაცი დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორმოში იპოვეს.

​საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოქალაქისგან შემოვიდა, რომელმაც მამაკაცი შემთხვევით იპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი