ახალი ამბები

ქარხნის აშენების საკითხზე “შტადლერთან” მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნისი, 2018 • 1491
ქარხნის აშენების საკითხზე “შტადლერთან” მემორანდუმი გაფორმდა

მატარებლების მწარმოებელ  კომპანია “შტადლერთან” ქარხნის აშენების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა.  თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 22 ივნისს, გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა,  პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებებს ქარხნის აშენებაზე. კახა კალაძის თქმით, ქარხანაში მეტროს ვაგონები და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოება იქნება შესაძლებელი.

„შტადლერს“ მიერ წარმოებული ორსართულიანი მატარებლი  საქართველოში, თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით უკვე მოძრაობს.

კონკრეტულად როდის და სად აშენდება ქარხანა, ეს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი