ახალი ამბები

ხაშურში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღის რებილიტაცია დასრულდა

22 ივნისი, 2018 • 1649
ხაშურში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღის რებილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ხაშურში, #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. უწყების თანახმად, ბაღის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისმა ღირებულებამ, ჯამში, დაახლოებით 904 ათასი ლარი შეადგინა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელს მოემსახურება და შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

“პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა,”-წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი