ახალი ამბები

ვოლსკი: ოპტიმიზაცია არ ნიშნავს საჯარო სექტორში დასაქმებულების დათხოვნას

21 ივნისი, 2018 • 1454
ვოლსკი: ოპტიმიზაცია არ ნიშნავს საჯარო სექტორში დასაქმებულების დათხოვნას

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია არ ნიშნავს საჯარო სამსახურების თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას.

“რაც შეიძლება დღეს დარწმუნებით ითქვას, ადმინისტრაციული ხარჯები იქნება შენარჩუნებული. ეკონომიკური ზრდის პირობებში ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს, აქედან გამომდინარეობს ყველა დაპირება, რაც პრემიერმა გააჟღერა. ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომლებიც დღეს მუშაობს, უნდა იყოს მობილიზებული ისე, როგორც იყო გუშინ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი