ახალი ამბები

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

21 ივნისი, 2018 • 1632
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება. სინოდის წევრები საპატრიაქოში უკვე მივიდნენ. სხდომის დაწყების წინ სინოდის წევრების ნაწილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. კითხვაზე, რა საკითხები განიხილება დღევანდელ სხდომაზე, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ განსახილველი საკითხები ბევრია.

“რა საკითხები იქნება, მე საქმის კურსში არ ვარ. საკითხები ბოლო 8 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დაგროვდა, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. კრება იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები განიხილოს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. წმინდა მღვდელი თეოდირე კვეთელის ხსენებისა. მღვდელი, რომელმაც თავი ერისა და მეფის გადასარჩენად გასწირა. შევთხოვ უფალს, მისი შეწევნით წმინდა სინოდის სხდომა დალოცოს და ბევრი მომადლოს საქართველოს ეკლესიას და ერს ერისთვის თავდადებული ადამიანები.

მეუფე შიოზე მე ველოდები, რომ უწმინდესი განმარტებას მოგვცემს,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი