ახალი ამბებიგართობა

ირანი VS ესპანეთი – გულშემატკივართა ემოციები [ფოტორეპორტაჟი]

21 ივნისი, 2018 • 2422
ირანი VS ესპანეთი – გულშემატკივართა ემოციები [ფოტორეპორტაჟი]

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მორიგი შეხვედრა ირანსა და ესპანეთს შორის დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დამთავრდა. ანგარიშის გახსნა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მატჩის 54-ე წუთზე მოახერხა. გოლი ირანელთა კარში დიეგო კოსტამ გაიტანა.

ბურთის ფლობაში უპირატესობა ესპანელებს ჰქონდათ, (78%) მათ კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყეს. გოლის გატანა ირანის ნაკრებმაც შეძლო, თუმცა შეხვედრის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ირანელებს ბურთი არ ჩაუთვალა. საბოლოოდ შეხვედრა ესპანელების სასრგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გუნდებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მეორე შეხვედრაა. ესპანეთის ნაკრებმა წინა თამაში ფრედ დაასრულა. შესაბამისად, ამ დროისთვის გუნდს ჯგუფში 4 ქულა აქვს. ირანის ნაკრებმა პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულით, ესპანეთისა და პორტუგალიის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ, ევროპის პრესფოტო საგენტოს მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს ირანი-ესპანეთის შეხვედრიდან, რომელიც ამ დაძაბული მატჩის დროს გულშემატკივართა ემოციებს ასახავს:

ირანი-ესპანეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი