ახალი ამბებიგართობატექნოლოგიები

Facebook Messenger-ს ვიდეორეკლამები დაემატება

20 ივნისი, 2018 • 16743
Facebook Messenger-ს ვიდეორეკლამები დაემატება

Facebook-ის მიმოწერის აპლიკაციას მალე ვიდეორეკლამები დაემატება, რომლებიც თქვენს სმარტფონში ავტომატურად ჩაირთვება. ინფორმაციას ამის შესახებ Cnet ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვიდეორეკლამების დანიშნულება აპლიკაციის მომხმარებელთა ყურადღების მიქცევაა.

Facebook-ის განცხადებით, ვიდეორეკლამების ხილვას თავდაპირველად მომხმარებელთა მცირე, სატესტო ჯგუფი შეძლებს:

“კვლევების თანახმად, ზრდასრულთა 80 პროცენტი ყოველდღიურად აგზავნის შეტყობინებებს. Messenger და WhatsApp კი ორი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა მიმოწერისთვის მსოფლიოს გარშემო” – ამბობს კომპანიის სპიკერი.

სარეკლამო შეთავაზება Facebook Messenger-ში

 

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, უარი თქვან კონკრეტული სარეკლამო შეთავაზების მიღებაზე, თუ კურსორს “რატომ ვხედავ ამ შეთავაზებას” დააჭერენ და შემდეგ ინსტრუქციას მიჰყვებიან. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს არ შეეძლებათ სარეკლამო შეთავაზებებისგან სრულად გათავისუფლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი