ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას ანეკდოტს ანეკდოტითვე პასუხობს [ვიდეო]

20 ივნისი, 2018 • 3202
მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას ანეკდოტს ანეკდოტითვე პასუხობს [ვიდეო]

დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით რონალდ რეიგანის ანეკდოტი გაიხსენა. ბოკერიას მიერ მოყოლილი ანეკდოტის საპასუხოდ, სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემაც გაიხსენა ანეკდოტი:

“ბატონ გიგას აუცილებლად უნდა გავცე პასუხი. ბატონო გიგა, ქალბატონმა გუგულიმ მომცა ამის თქმის უფლება და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თვენ მისი ბავშვობის დროინდელი ანეკდოტი მოყევით. ძალიან გაგიჭირდათ, ეტყობა. მე ძველს, მაგრამ შედარებით ახალს მოგიყვებით. ნაციონალებზეა, სხვათა შორის.

ორი ნაციონალი ეკამათება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება, ნიანგი დაფრინავს თუ არაო. ის ეუბნება, ხომ არ გაგიჟდი, რა ნიანგი დაფრინავსო. მიშამ რომ თქვაო? ნუ ახლა მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არ დაფრინავსო, რას ლაპარაკობო.

მოკლედ, ჯერ ქვეყანა გათავისუფლდა ამ აზროვნებისგან, მერე გათავისუფლდით თქვენ და ახლა არის მესამე ეტაპი, რომ უნდა გათავისუფლდეთ ნაციონალების ამ აზროვნებისგან. რომ ასე, ამ სტილში არ დასვათ ხოლმე კითხვები” – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა.

გიგა ბოკერიას განცხადება და ანეკდოტი თეა წულუკიანის გამოსვლაზე [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი