ახალი ამბებირეკლამა

ბია მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენთან ერთად მართავს

20 ივნისი, 2018 • 1693
ბია მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენთან ერთად მართავს

22 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელი იყალთოში, სასტუმრო “სავანეთში”, “ბიას” მორიგი რეგიონალური შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად გაიმართება.

B Talks-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, “ბიას” გუნდი კახეთის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს და კახეთის რეგიონის სტატისტიკას წარუდგენს. შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე, ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

შეხვედრაზე მოწვეული კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან საქართველოს ბიზნესომბუდსმენს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია რეგიონალური ბიზნესის გამოწვევების შესახებ.

“ბიას” ორგანიზებით, რეგიონალური შეხვედრა უკვე მესამედ იმართება და მისი მიზანია მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია რეგიონალურ კომპანიებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

საკონტაქტო პირი:  თამარ ზამთარაძე, “ბიას” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  ტელ: 577 90 15 11;  ელ.ფოსტა: tzamtaradze@bia.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი