ახალი ამბები

კანადაში მარიხუანა ლეგალური გახდა

20 ივნისი, 2018 • 1641
კანადაში მარიხუანა ლეგალური გახდა

კანადაში მარიხუანა ლეგალური გახდა. კანადის საკანონმდებლო ორგანომ მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. BBC წერს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს მიერ მარიხუანის კულტივირების, გავრცელების და რელიაზიაციის დარეგულირებას ითვალისწინებს. ქვეყნის მოსახლეობას მარიხუანის ლეგალურად გამოყენება 2018 წლის სექტემბრიდან შეეძლება.

კანადაში კანაფის ფლობა კრიმინალად 1923 წლიდან ითვლებოდა. რაც შეეხება მცენარის სამედიცინო მიზნით გამოყენებას, ის 2001 წლიდან ლეგალური იყო. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მარიხუანის ლეგალიზებით სახელმწიფო გააკონტროლებს ახალგაზრდების მიერ მის მოხმარებას და კრიმინალების არალეგალურ ბიზნესს დაარეგულირებს.

პრემიერისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციურ კონსერვატიულ ძალებს. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მარიხუანის ლეგალიზება ახალ თაობას კატასტროფულ შედეგს მოუტანს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს, მარიხუანის გასაყიდი მარკეტების მოსაწყობად 8-12 კვირას მისცემენ. მარიხუანის ლეგალურად შესაძენად მინიმალური ასაკი 18 წელია, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მინიმალური ასაკად 19 წელი დადგინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი