ახალი ამბები

“ქართუ ფონდში” არ ადასტურებენ, რომ გიორგი შენგელაიას დაფინანსებას უწყვეტენ

20 ივნისი, 2018 • 3282
“ქართუ ფონდში” არ ადასტურებენ, რომ გიორგი შენგელაიას დაფინანსებას უწყვეტენ

“ქართუ ფონდში” არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო გიორგი შენგელაიას დაფინანსება შეუწყვეტეს.

როგორც “ნეტგაზეთს” “ქართუ ფონდის” იურისტმა ნინო კიკნაძემ განუცხადა, ფონდი არ აპირებს რეჟისორ გიორგი შენგელიასთან დადებულ ხელშკერულებას გადახედოს. იურისტმა გვითხრა, რომ ეს ხელშეკრულება ერთწლიანია და არ განიხილება გიორგი შენგელაიასთან დადებული ხელშკრულების გადახედვა.

გიორგი შენგელაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მას დაურეკა ფონდის დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და შეატყობინა, რომ შეუწყდებოდა დაფინანსება.

2018 წლის 8 ივნისს გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ბიძინა ივანიშვილი გააკრიტკიკა და განაცხადა, რომ მას “უმეცრებამ სძლია, ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, გაიგეთ! “

2016 წლის 11 მაისს, 79 წლის იუბილეზე გიორგი შენგელაიას ვარკვლავი გაიხსნა კინოთეატრ რუსთაველის წინ, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ვარსკვლავი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი