ახალი ამბები

გარემოვაჭრეებისთვის ბაღებსა და სკვერებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა

20 ივნისი, 2018 • 1696
გარემოვაჭრეებისთვის ბაღებსა და სკვერებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 20 ივნისს, გამართულ სხდომაზე სპეციალურ სამსახურებს ბაღებსა და სკევერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული კეთილმოწყობილი ადგილების გამოყოფა დაავალა.

როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული  მხოლოდ იმ გარემოვაჭრეებს შეეხება, ვინც არამალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობს.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი