ახალი ამბები

წულუკიანი ოპონენტებს – მთავრობის გარეთაც “ქართული ოცნების” მთავარი მოთამაშე ვიქნები

20 ივნისი, 2018 • 1598
წულუკიანი ოპონენტებს – მთავრობის გარეთაც “ქართული ოცნების” მთავარი მოთამაშე ვიქნები

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის თქმით, თუ არ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში, მოღვაწეობას პარტია “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, მინისტრთა კაბინეტის დატოვების შემთხვევაში, უფრო თავისუფალი იქნება განცხადებებში.

“ჩემს ოპონენტებს აქ, პარლამენტის ისტორიულ შენობაში ვეუბნები, რომ თუ არ ვიქნები მთავრობის ახალ შემადგენლობაში და ვიქნები არა შიგნით, არამედ გარეთ, ისევ “ქართული ოცნების” მთავრი მოთამაშე ვიქნები. გაცილებით უფრო ძლიერი, უფრო თავისუფალი ჩემს გამონათქვამებში, პოზიციებსა თუ მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, ვიყავი და ვარ მანამ, სანამ “ქართული ოცნებაა” პოლიტიკურ სცენაზე და ამ გუნდის გუნდური მოთამაშე. გარედან ამას კიდევ უფრო კარგად შევძლებ. ჩემს ოპონენტებს კიდევ უფრო მეტად შეეშინდებათ მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩემი პასუხების მოსმენა. ამიტომაც ვუსამძიმრებ პოლიტიკურ სცენაზე ჩემს არსებობას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის  შემადგენლობას პარალემნტის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ. პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, ეს იქნება დროებითი მთავრობა და განახლებულ შემადგენლობისთვის პარლამენტს ნდობის გამოცხადება მოგვიანებით კვლავ მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი