ახალი ამბები

წულუკიანი: კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა

20 ივნისი, 2018 • 3120
წულუკიანი: კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა

თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-მ ახალი გამოძიება დაიწყო, ფაქტობრივი შეცდომა იყო. ამის შესახებ წულუკიანმა იმედის ეთერში გუშინ განაცხადა, მაშ შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

“ძიება თავიდან არ დაწყებულა, ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა, ძიება თავიდან არ დაწყებულა. თქვენ შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ და ის ამას დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა.

იურისტებს ეს მარტივად ესმით, მაგრამ სხვებისთვისაც მარტივად გასაგებია: როდესაც საქმეზე  დაახლოებით 40-დღიან ვადაში, რომელსაც არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისიწნებს, დადგა მტკიცებულებები, რა დოენეზეც იყო მზად საქემე მტკიცებულებების კუთხით რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში, ხოლო საქმის დანარჩენ ნაწილებზე, როგორც დღეს ბატონმა გახარიამაც დაადასტურა, დანარჩენი ეპიზოდები თუ კითხვის ნიშნები გამოიყო და მათზე გამოძიება გაგრძელდა. გამოძიება პირველი დღიდან მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურტაურაში და პროკურტაურას ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია. ეს არის რეალობა”, – განაცხადა წულუკიანმა.

1 ივნისს გიორგი კვირიკაშვილმა აქციიდან დაბრუნების შემდეგ ბრიფინგი გამართა და განაცხადა შემდეგი:

“ხვალ დილიდან შს სამინისტრო პროკურტურისგან დაიბრუნებს საქმეს გამოძიების პროცესში და ვიცეპრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს და ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი. მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ პროცესს”.

ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი