ახალი ამბები

თბილისში, პარლამენტთან პარკირებისას ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა

20 ივნისი, 2018 • 30087
თბილისში, პარლამენტთან პარკირებისას ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა

თბილისში, პარლამენტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მძღოლმა პარკირებისას ვერ გაართვა თავი ავტომობილის მართვას, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა.

რაც შეეხება თავად მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი