ახალი ამბები

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

20 ივნისი, 2018 • 3224
აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

აშშ ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ამის შესახებ აშში-ს ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჰეილიმ საბჭო დაადანაშაულა ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებასა და ადამიანის უფლებათა დამრღვევების პასუხისმგებლობის გამოვლენის კუთხით უმოქმედობაში.

“ადამიანის უფლებათა დამრღვევებს კვლავ ირჩევენ საბჭოში. მსოფლიოს ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ გაურბიან პასუხისმგებლობას და საბჭო აგრძელებს პოლიტიზებას, განტევების ვაცის ძებნას ქვეყნებში, რომლებიც ადამიანის უფლებათა მაღალი ხარისხით გამოირჩევიან…”, – აღნიშნა ჰეილიმ

ჰეილიმ აშშ-ის კომისიიდან გამოსვლის არგუმენტად დაასახელა საბჭოს მხრიდან ვაშინგტონის პოზიციის უგულებელყოფაც აღნიშნული ორგანოს რეფორმირებასთან დაკავშირებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. კომისია აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ოჯახების განცალკევებას გმობდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ამ დრომდე 47 წევრისაგან შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი