ახალი ამბებიეკონომიკა

ტრანსნაციონალური კომპანიები შესაძლოა, გადასახადიდან გათავისუფლდნენ – ბახტაძე

19 ივნისი, 2018 • 4813
ტრანსნაციონალური კომპანიები შესაძლოა, გადასახადიდან გათავისუფლდნენ – ბახტაძე

მულტინაციონალური კორპორაციები, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნიან, შესაძლოა, ყველა სახის გადასახდისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 19 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარს ვუჭერთ, რომ ამ კორპორაციების წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოში დაფუძნდებიან და ჩვენი ქვეყნიდან გაყიდიან სერვისებს, მათ ყველა ტიპის გადასახადს ფიზიკურ დონეზე გავუნულებთ. ეს იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ ასეთი მსხვილი ორგანიზაციები საქართველოთი დავაინტერესოთ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მულნიტაციონალური, იგივე ტრანსნაციონალური კომპანიები ისეთი კომპანიაებია, რომლებსაც შენობა და სხვა აქტივები ერთზე მეტ ქვეყნაში აქვთ განთავსებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები ერთ რომელიმე ქვეყანაშია დაფუძნებული და ცენტრალური, სათავო ფილიალის მეშვეობით იმართება. ასეთი კომპანიის მაგალითია ამერიკული “ვოლმარტი”, იაპონური “ტოშიბა” და გერმანული BMW. ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქმნიან და ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას უწყობენ ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი