ახალი ამბები

ბახტაძე: პარლამენტს შევთავაზებ ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღებას

19 ივნისი, 2018 • 1664
ბახტაძე: პარლამენტს შევთავაზებ ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდის. პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასმ ხარს დაუჭერს პარლამენტი ამ თამანდებობაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზებს, ქვეყანაში შემოიღონ ეკოომბუდსმენის პოსტი:

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა პოტენციალი აქვს იმ ძირითად აქტივებს, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამ კუთხით, ბუნებრივია, ჩვენი ბუნება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ის, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, ბუნებრივია, არის ძალიან გულდასაწყვეტი. შესაბამისად, ამ პრობლემას სჭირდება ძლაიან პირნციპული მიდგომა. აქედან გმოამდინარე, მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი. ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ჩვენი წინაპრებისგან” – ამბობს მამუკა ბახტაძე.

რამდენიმე წუთის გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, სურდათ თუ არა Facebook-ის მომხმარებლებს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი შეიქმნას, მამუკა ბახტაძემ საკუთარ ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ამ დროისთვის ამ ინიციატივას გამოკითხულთა 81 პროცენტი უჭერს მხარს.


დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში უსმენენ პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში, დღის ბოლოს კი გაიმართება ბიუროს სხდომა.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთვრობაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას გეგმავს, რომლის შედეგადაც სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა 14-დან 11-მდე შემცირდეს. ამ ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში კი ბახტაძე მინისტრთა განახლებული კაბინეტის შემადგენლობას ხელახლა წარუდგენს პარლამენტს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან მინისტრთა ახალ შემადგენლობაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე წარადგენს.

პრალამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად წარადგინა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი