ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით პანკისში აქცია მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018 • 1333
მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით პანკისში აქცია მიმდინარეობს

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით ხეობაში აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები სოფელ დუისში, საზოგადოებრივ ცენტრთან არიან შეკრებილნი, სადაც სიტყვით გამომსვლელები აქციის მთავარ მოთხოვნებს ახმიანებენ. მათი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ სპეცოპერაციისას დაშვებული შეცდომები, ისევე როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა აღიაროს და დამნაშავეები დროულად დაისაჯონ.

ოფიციალურ პირებს შორის შეკრებილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის პასუხისმფგებლობის საკითხს აყენებენ.

აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრება.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი