ახალი ამბები

წულუკიანი უმრავლესობას: შეიძლება ბოლოჯერ გამოვდივარ თქვენს წინაშე ამ რანგში

19 ივნისი, 2018 • 2858
წულუკიანი უმრავლესობას: შეიძლება ბოლოჯერ გამოვდივარ თქვენს წინაშე ამ რანგში

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შესაძლოა ბოლოჯერ გამოდის დეპუტატების წინაშე იუსტიციის მინისტრის რანგში:

“მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა აქ თქვენ წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, არ ვიცი. მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, მთავარი ეფექტი ამ რეფორმების, იცით, რა არის? ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალი დანაყოფები პარტიებად რომ ჩამოყალიბდნენ, დღეს საერთო სასამართლოებს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ – ამიტომ არიან უკამყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ მიმართულებით დაიწყოთ ანალიზი” – თქვა წულუკიანმა პარლამენტში.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში უსმენენ პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში, დღის ბოლოს კი გაიმართება ბიუროს სხდომა.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ის მთვრობაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას გეგმავს, რომლის შედეგადაც სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა14-დან 11-მდე შემცირდეს. ამ ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ბახტაძე მინისტრთა განახლებული კაბინეტის შემადგენლობას ხელახლა წარუდგენს პარლამენტს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან მინისტრთა ახალ შემადგენლობაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე წარადგენს.

პრალამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად წარადგინა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი