ახალი ამბები

Wizz Air აცხადებს, რომ 1-დოლარიანი ბილეთების შემოთავაზება ყალბია

19 ივნისი, 2018 • 6018
Wizz Air აცხადებს, რომ 1-დოლარიანი ბილეთების შემოთავაზება ყალბია

Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს დღეს სოციალურ მედიაში გავრცელებულ მცდარ შემოთავაზებასთან დაკავშირებით:

“Wizz Air ინფორმირებულია იმ ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის შესახებ, რომელიც Wizz Air-ის მსგავსი ბრენდინგით მცდარი დომეინით ფუნქციონირებს. შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა გვერდებმა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები და დაარწმუნონ ისინი, რომ Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდებზე იმყოფებიან. მცდარი ვებ-გვერდი და სოციალურ მედიაში გავრცელებული შეტყობინება ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეტყობინების Facebook-ზე გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შანსი, რომ Wizz Air-ის 2 ბილეთი 1 დოლარად შეიძინონ. Wizz Air კიდევ ერთხელ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდია www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება სწორედ აქ, ან ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში თუ საინფორმაციო ბიულეტენში. Wizz Air ურჩევს და აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე არ ვრცელდება. Wizz Air აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი