ახალი ამბებიკომენტარი

გიორგი ბურჯანაძე: დაავადების მატარებელთა ციხით დასჯა არაეთიკური და არალოგიკურია

19 ივნისი, 2018 • 3049
გიორგი ბურჯანაძე: დაავადების მატარებელთა ციხით დასჯა არაეთიკური და არალოგიკურია

გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე, იურისტი:

„ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი ციხით არ უნდა ისჯებოდეს.

წამალდამოკიდებული ადამიანი  სამედიცინო საჭიროების მქონე პირია და  მის მიმართ სისხლის სამართლის გამოყენება არ შეიძლება. როცა ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება, საქმეში უნდა ჩაერთოს სამედიცინო სექტორი.

დაავადების მატარებელთა ციხით დასჯა არაეთიკური და არალოგიკურია.

ქართული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი გეზი და ინერცია. სამწუხაროდ, ამ გეზს ჩვენი სახელმწიფო დღემდე ვერ ცვლის.

საბჭოთა წარსულიდან მოყოლებული, მომხმარებელი იყო ანტისოციალური ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო პასუხობდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯით.

ეს არის, ერთი მხრივ, საბჭოთა მიდგომების გადმონაშთი, მეორე მხრივ კი, მსოფლიო ორგანიზაციების ბრალი, რადგან გაეროს მიდგომები, მაგალითად, გულისხმობს ნარკომომხმარებელთა დასჯას და არა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას – ამას დაეფუძნა საბჭოთა ხედვაც ნარკომომხმარებელთა მიმართ.

საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ დასჯის ნაცვლად ზრუნვის პოლიტიკა არის ეფექტური, მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული.

ნარკოტიკების მოხმარება არ არის დანაშაული, საჭიროა ნარკოდამოკიდებულებს დავეხმაროთ.

ნარკოპოლიტიკა შეიცვლება მაშინ, როცა შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი