ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა – საქსტატი

19 ივნისი, 2018 • 3191
2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, მთლიანმა საგარეო სავაჭრომ ბრუნვამ, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ დოლარს აღემატება, იმპორტი კი 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 23%-ით გაიზარდა და მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით ექსპორტი თითქმის 14%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ხუთ თვეში ევროკავშირიდან დაახლოებით მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა.  2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირთან იმპორტი თითქმის 26%-ით გაიზარდა.

რას ყიდის საქართველო საზღვარგარეთ

2018 წლის იანვარ-მაისში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავეს. შემდეგ მოდის ფეროშენედნობები, ხოლო მესამე ადგილს მსუბუქი ავტომობილების  რეექსპორტი იკავებს.

წყარო: საქსტატი

რას ყიდულობს საქართველო

2018 წლის ხუთ თვეში უმსხვილესი საიმპორტო საქონელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. ქვეყანაში  330.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ნავთობის აირებია.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა.

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი