ახალი ამბებიეკონომიკა

შესაძლოა ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები და წამლები დღგ-სგან ნაწილობრივ გათავისუფლდეს

19 ივნისი, 2018 • 2838
შესაძლოა ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები და წამლები დღგ-სგან ნაწილობრივ გათავისუფლდეს

შესაძლოა ქართული წარმოების რძე და რძის ნაწარმი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში წერია. პროგრამის მიხედვით, დღგ-სგან გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება.

პროგრამის მიხედვით, ეს პროდუქტები დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება. რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტის წარმოებისათვის დაკავშირებულ ხარჯებზე (იგულისხმება A პროდუქტის შეძენა, რომლის გადამუშავების შედეგად მიიღება B პროდუქტი)  პირები დღგ-ს გადაიხდიან.  ხოლო უკვე დამზადებულ პროდუქტის რეალიზაცია დღგ-თი არ დაიბეგრება. ანუ პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გაძვირება დღგ-ს ხარჯზე არ მოხდება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, დღგ-სგან ეროვნული პროდუქტის გათავისუფლება ქართულ პროდუქტს იმპორტირებული პროდუქტის მიმართ უფრო კონკურენტულს გახდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი