ახალი ამბები

ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობების სიიდან ამოიღეს

19 ივნისი, 2018 • 3466
ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობების სიიდან ამოიღეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაწყვეტილებით, ტრანსიდენტობა ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის სიიდან ამოიღეს.

თუკი აქამდე ტრანსგენდერობას (როდესაც ადამიანის გენდერული იდენტობა არ ემთხვევა მის ბიოლოგიურ სქესს) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “გენდერულ დისფორიად” მიიჩნევდა და ხაზს უსვამდა, რომ ის ფსიქიკური პრობლემა იყო, ახლა მისი კლასიფიკაცია “სექსუალური ჯანმრთელობის მდგომარეობის” თავში გადაინაცვლებს და “გენდერულ მიუღებლობად” განისაზღვრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერობა, როგორც გენდერული იდენტობა, არის სექსუალური ჯანმრთელობის საკითხი და არა ფსიქიკური აშლილობის ნაწილი, როგორც აქამდე მიაჩნდათ.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რელიზში აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერობის მენტალურ დარღვევად მიჩნევა აძლიერებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სტიგმას, რაც მათთვის ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებას ართულებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას წევრი ქვეყნები ასამბლეაზე დასამტკიცებლად მიიღებენ 2019 წლის მაისში, ხოლო ძალაში 2022 წლიდან შევა. კლასიფიკაციის გადახედვა კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტრანსიდენტობა “სექსუალურ გადახრად” მიიჩნია, 1980 წელს – “ფსიქოსექსუალურ დარღვევად”, 1994 წელს -“სექსუალური და გენდერული იდენტობის დარღვევად”, მეხუთე და ბოლო განმარტებით, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, “გენდერულ დისფორიად”.

ამავე თემაზე გირჩევთ

კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით

მასალების გადაბეჭდვის წესი