ახალი ამბები

“აუდის” აღმასრულებელი დირექტორი გერმანიაში დააკავეს

18 ივნისი, 2018 • 1952
“აუდის” აღმასრულებელი დირექტორი გერმანიაში დააკავეს

აუდის აღმასრულებელი დირექტორი რუპერტ შტადლერი გერმანიაში დააკავეს. CNN წერს, რომ ბიზნესმენის დაკავება თაღლითობას უკავშირდება. მიუნხენის სამართალდამცავებმა 18 ივნისს განაცხადეს, რომ  რუპერტ შტადლერი, რომელიც აუდის მფლობელ კომპანია ფოლკსვაგენში 1990 წლიდან მუშაობს, დაკავებულია. მათი ინფორმაციით, ბიზნესმენი შესაძლოა მტკიცებულებების გაყალბებაში იყოს ბრალდებული.

CNN-ის თანახმად, 55 წლის რუპერტ შტადლერის დაკავება დიზელის ძრავების გამოშვებას უკავშირდება. გამოძიება ამტკიცებს, რომ გამოშვების შემდეგ ძრავების ტესტირების შედეგები გაყალბებული იყო და სინამდვილეში, აღნიშნული ძრავი იმაზე მეტ გამონაბოლქვს გამოყოფდა, ვიდრე კანონმდებლობით იყო დაშვებული. ძრავები 2015 წლის სექტემბერში გამოუშვეს.

ფოლკსვაგენის პრესსპიკერმა კომპანიის ხელმძღვანელის დაკავება დაადასტურა, თუმცა მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარის არ გააკეთა. მისი თქმით, კომპნიის სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელის დაკავების შესახებ მალე იმსჯელებს. რუპერტ შტადლერის დაკავების შემდეგ ფოლკსვაგენის აქციებს 3%-ით გაუფასურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი