ახალი ამბები

ახალი მთავრობის პრიორიტეტი საგამოძიებო სისტემების რეფორმა უნდა იყოს – Amnesty International

18 ივნისი, 2018 • 1758
ახალი მთავრობის პრიორიტეტი საგამოძიებო სისტემების რეფორმა უნდა იყოს – Amnesty International

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty international განცახდებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს  საგამოძიებო და საპროკურორო სისტემების რეფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ დროა, საქართველოს მთავრობამ შეასრულოს დაპირება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ:

“წლების განმავლობაში [გაცემული] დაპირებების მიუხედავად, კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად გასულ წელს შევიდა. თუმცა დოკუმენტმა კრიტიკა დაიმსახურა. დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შემოთავაზებული მოდელის შემთხვევაში მაკონტროლებლად კვლავ პროკურატურა რჩება, რაც მის დამოუკიდებლობას სერიოზულად დააზიანებს. გარდა ამისა, თუ ახალი სააგენტო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტორის სამსახურთან ერთობლიობაში იმუშავებს, შედეგად არცერთი მათგანი იქნება ბოლომდე ეფექტიანი და დამოუკიდებელი” – წერია განცხადებაში.

განცხადებაში Amnesty International ბოლო დროს თბილისში არსებულ საპროტესტო გამოსვლების შესახებაც საუბრობს და მოუწოდებს ქვეყნის ახალ მთავრობას, უზრუნველყოს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მოუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გარდა, ორგანიზაცია წინა წლის გახმაურებელ საქმეების შესახებაც საუბრობს. მათ შორისაა დემურ სტურუას, აფგან მუხთარლისა და “ბირჟა მაფიის” საქმეები. ორგანიზაციის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამაძიება დაიწყო, თუმცა დამაჯერებელ შედეგამდე უწყება არ მისულა. Amnesty International-ის შეფასებით, გამოძიების შედეგები არც დანარჩენი ორი გახმაურებელი საქმის შემთხვევაშია სრულყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი