ახალი ამბებირეკლამა

ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 – ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი

18 ივნისი, 2018 • 3115
ქართული საფოსტო მარკა „EUROPA  2018 – ბესლეთის ხიდი“  ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი

ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპული მარკების კონკურსი. საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევსწლევანდელ თემას ხიდები წარმოადგენს.

საქართველოს ფოსტის მიერ კონკურში წარდგენილი იქნა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA  2018 – ბესლეთის ხიდი“.  მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ. ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, მისი სიგრძე 35 ., სიმაღლე 8 ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა  – „ქრისტე მეუფეო ყოველთა…. ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე  შემონახული იყო მონუმენტური ქვასტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.

ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“.

საფოსტო მარკები „EUROPA“ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ „PostEurop“-ის ეგიდით.  საფოსტო მარკები „EUROPA“ აღნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის და მისი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში, ასევე მათ საერთო მიზნებს. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი „EUROPA“ 1956 წელს გამოიცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურს.

იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2018 წლის ევროპის საუკეთესო მარკა, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და ხმა მისცეთ ქართულ საფოსტო მარკასhttp://www.posteurop.org/europa2018

ხმის
მიცემის წესები:

▪ რეგისტრაციისთვის სავალდებულო შესავსები ველები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და ქვეყანა (მისამართის მითითება არ არის სავალდებულო)
▪ მარკის მონიშვნა
▪ ხმის მიცემა – (ქვედა მარჯვენა კუთხეში).

მასალების გადაბეჭდვის წესი