ახალი ამბები

მექსიკის გუნდის მოგების შემდეგ მხარდამჭერებმა ორი ხელოვნური “მიწისძვრა” გამოიწვიეს

18 ივნისი, 2018 • 2059
მექსიკის გუნდის მოგების შემდეგ მხარდამჭერებმა ორი ხელოვნური “მიწისძვრა” გამოიწვიეს

მეხიკოში შეკრებილმა გულშემატკივრებმა, რომლებიც გერმანია-მექსიკის საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ, გუნდის მოგების შემდეგ ორი ხელოვნური მიწისძვრა გამოიწვიეს. გახარებული გულშემატკივრები ზეიმის დროს ისეთი სიმძლავრით ხტუნაობდნენ, სეისმურმა სენსორებმა “ჩათვალეს”, რომ მიწისძვრა მოხდა.

გეოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, სენსორებმა სეისმური ტალღები მეხიკოს ორ წერტილში თამაშის 35-ე წუთზე დააფიქსირეს. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ნაკრების მოთამაშე ჰირვინგ ლოცანომ მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა.

https://www.youtube.com/watch?v=BJNik2WjNDg

გულშემატკივრები მატჩის საყურებლად მეხიკოს ცენტრში, “თავისუფლების ანგელოზის” ქანდაკებასთან შეიკრიბნენ. იმის შემდეგ კი, რაც მექსიკამ გერმანიას 1:0 მოუგო, მათ ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “ლამაზი პატარა ცა” იმღერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი