მიწისძვრა იაპონიაში – გარდაცვლილია 3, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი

იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში, მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი, გარდაიცვალა და 200-ზე მეტი დაშავდა. ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა სარკინიგზო გზები, ხოლო აეროპორტები რამდემინე საათით დაიხურა. ამის შესახებ BBC წერს.

6.1 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრას ცუნამი არ გამოუწვევია და არ დაუზიანებია ახლომდებარე ატომური ელექტროსადგურები.

მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროის 08:00 საათზე (თბილისის დროით ღამის სამ საათზე) ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 9 წლის ბავშვი სკოლაში, კედლის ნგრევის შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი საკუთარ სახლში კარადის ქვეშ მოჰყვა, ხოლო მეორე ემსხვერპლა კედლის ჩამონგრევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან