ხანძარი ნავთლუღის ბაზართან – დამწვარია საბურავები

სამგორში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაიწვა 150 კვ. მ. ფართობი – საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი ნავთლუღის ბაზართან. ფოტო: სოსო სულიაშვილი

ხანძარი ნავთლუღის ბაზართან – დაიწვა საბურავები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.