ახალი ამბები

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასაც მოუგეს – მე-9 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

17 ივნისი, 2018 • 1980
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასაც მოუგეს – მე-9 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

დღეს, 17 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხეს (31-39) და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯამში სამი მატჩი მოიგეს, აქედან 2 შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ერის წევრი ქვეყნები დაამარცხეს. საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრებისთვის ეს ყველაზე დიდი მიღწევაა არებობის ისტორიაში.

გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში 19 ივნისს, დილის 03:05-ზე ბრუნდება. რაგბის კავშირი მოუწოდებს გულშემატკივრებს, ერთად დახვდნენ აეროპორტში უმცროს ბორჯღალოსნებს.

შოტლანდია 31-39 საქართველო️. ფოტო: ლევან ვერძეული

მასალების გადაბეჭდვის წესი