ახალი ამბები

შსს-მ PAY აპარატების ძარცვის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის, ინკასატორი დააკავა

16 ივნისი, 2018 • 1521
შსს-მ PAY აპარატების ძარცვის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის, ინკასატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს.

უწყების ცნობით, მათ ორი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორი, მეორე კი მისი ნათესავია. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში აღნიშნულ ინკასატოეზე ინსცენირებული თავდასხმა გაითამაშეს, რათა პოლიციისათვის კვალი აერიათ. შემდეგ კი დიდი ოდენობით თანხა – 149, 828 ლარი და 220 დოლარი – მიითვისეს და ქვეყნის დატოვებას შეეცადნენ.

“როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო–სათვალათვალო კამერები გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცავებმა დაკავებულთაგან ერთ-ერთი თბილისში, მეორე კი – სარფში, საბაჟო-გამშვე პუნქტზე დააკავეს.

გამოძება დაკავებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ცრუ ჩვენებასა და საზღვრის უკანონო კვეთა ედავება. აღნიშნული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი