ახალი ამბები

გვერდი, რომელმაც ხაჯიმბას მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების ფოტოები გაავრცელა, დაიბლოკა

15 ივნისი, 2018 • 4499
გვერდი, რომელმაც ხაჯიმბას მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების ფოტოები გაავრცელა, დაიბლოკა

ფეისბუკმა რამდენიმე დარეპორტების შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას არაოფიციალური ფეისბუკის გვერდი გაუუქმა.

საქართველოს მოქალაქეები ჯერ რაულ ხაჯიმბას არაოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ ფოტოალბომზე გამოხატავდნენ დამცინავ (HAHA) ემოციებს, ხოლო მათი ნაწილი პარალელურად გვერდსაც არეპორტებდა. დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები გუშინ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით ცერემონიას დაესწრნენ.

შენიშვნა: თავდაპირველად ეწერა, რომ რაულ ხაჯიმბას ოფიციალური გვერდი გაუქმდა, რაც არასწორია. დე ფაქტო აფხაზეთის ოფიცლიალური გვერდის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე მყოფ ხაჯიმბას ფოტოებს ფეისბუკზე “აჰაჰავებენ”

მასალების გადაბეჭდვის წესი