ახალი ამბები

გლდანში 32 წლის კაცი მოკლეს

15 ივნისი, 2018 • 2283
გლდანში 32 წლის კაცი მოკლეს

დღეს, 15 ივნისს, გლდანში ცივი იარაღით 1986 წელს დაბადებული კაცი მოკლეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით არის მოკლული. უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი