მამუკა ხაზარაძე ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის წევრები და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ერთობლივად განხორციელებული პროექტებიც.

აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკთან  2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებმა ერთობლივად განახორციელეს 150მილიონი დოლარის  ღირებულების პროექტები და კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ADB-ის წარმომადგენლებმა პორტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მენეჯმენტსა და ADB-ს შორის.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით.  ADB-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლისთვის 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი