ახალი ამბებირეკლამა

პენმარათონი-2018-ის ქართველი ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია

15 ივნისი, 2018 • 2068
პენმარათონი-2018-ის ქართველი ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია

ლიტერატურულ კონკურს “პენმარათონის” ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. შესარჩევ ეტაპზე შესული 120 განაცხადიდან მარათონის გუნდმა 14 გამოარჩია.

პენმარათონი-2018-ის ქართველ ფინალისტთა სია ასეთია:  მინდია არაბული; ინა არჩუაშვილი; დავით ბადალაშვილი; შალვა ბაკურაძე; სოფო ბანძელაძე;  თეა თოფურია;  ირმა მალაციძე;  ელენე რევიშვილი;  ბესო სოლომანაშვილი;  თამრი ფხაკაძე;  ლევან შატბერაშვილი;  ალეკო შუღლაძე;  ბესო ხვედელიძე;  ნინო გუგეშაშვილი (ბოლო პენმარათონის გამარჯვებული, რომელიც სპეციალური მოწვევით იღებს მონაწილეობას)

კონკურსში მონაწილეობა უნდა მიეღო 12 ქართველ და 12 გერმანელ ავტორს, თუმცა   ობიექტური მიზეზების გამო 2 გერმანელი მონაწილე საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.  მარათონის გუნდმა გადაწყვიტა ფინალისტთა ჯამური რაოდენობის შენარჩუნება.  შესაბამისად, პენმარათონი-2018-ის ფინალში 10 გერმანელი და 14 ქართველი ავტორი იქნება.

პენმარათონი-2018- ის წერითი სესია ჩატარდება 20-21 ივნისს ბაკურციხეში, მაროშენის ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი