ახალი ამბები

რატომ იყო პანკისში პოლიცია მობილიზებული

15 ივნისი, 2018 • 2696
რატომ იყო პანკისში პოლიცია მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პანკისში სპეცოპერაცია არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

პანკისის სათემო რადიომ, WAY-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ “ახმადი ძლიერია“. ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ მოითხოვეს ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რადიოს ცნობით, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

 

განახლება 13:30 საათი

შსს-ს განცხადებას ავრცელებს:

“სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი