ახალი ამბები

კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადა, პარტია სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს -ენმ

15 ივნისი, 2018 • 9237
კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადა, პარტია სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს -ენმ

ენმ აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია პოლიტსაბჭოს წევრ კოტე იოსელიანის მიერ გაკეთებული განცხადება. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს კითხვაზე საპასუხოდ ენმ-დან მისწერეს, იოსელიანმა ბოდიში უკვე მოუხადა საზოგადოებას.

“შესაბამისად, პარტია რაიმე სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს”, – აცხადებენ ენმ-ში.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა კონსტანტინე იოსელიანმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა.

როგორც მან   ეთერში განაცხადა, აღნიშნულ პირზე “ქალაქში ჭორი დადის”, რომ ერთ-ერთ ცნობილ პირთან რომანტიკული ურთიერთობები აქვს.

საჯარო ბოდიშს პარტიის წევრების ნაწილი იოსელიანისგან გუშინვე ითხოვდა.

“შეცდომა ვის არ მოსდის, მაგრამ როცა მთავარ ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიას წარმოადგენ (სადაც ღირებულებები გვაერთიანებს), თამასაც შესაბამისია, პასუხისმგებლობაც და საჯარო სივრცეში, განცხადებებში მე მეტ ეთიკურობას ვისურვებდი!  ეთერში გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებაზე, ჩემი აზრით, მაყურებლისთვის ბოდიშია მოსახდელი საჯაროდ. ძალიან ვწუხვარ, ამის დაწერა მე რომ მიწევს, საჯაროდ”, –აცხადებდა გერსამია.

საბოდიშო განცხადება, რომელსაც ენმ ახსენებს, კოტე იოსელიანმა წუხელ გაავრცელა, სადაც ის ნაწილობრივ კვლავ ტირაჟირებს ზემოხსენებულ ჭორს.

“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – აცხადებს იოსელიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი