ახალი ამბები

მოწოდებას – რუს ქალებს უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ, კრემლი არ უერთდება

14 ივნისი, 2018 • 9361
მოწოდებას – რუს ქალებს უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ, კრემლი არ უერთდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუს ქალებს თავად შეუძლიათ გადაწყვყვიტონ, თუ რა სახის ურთიერთობა ექნებათ მათ უცხოელებთან.

ამ კომენტარით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსი დეპუტატის, ტამარა პლეტნევას მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც ურჩია ქალებს,  საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან სექსი არ ჰქონოდათ.

“რაც შეეხება რუს ქალებს, ისინი, ალბათ, თვითნ გაარკვევენ თავიანთ საკითხებს. ისინი ხომ საუკეთესო ქალები არიან მსოფლიოში,” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. კომენტარი პირველად RIA-მ გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის სულისკვეთება სწორედ რასიზმისთვის უარის თქმაა.

რუსეთის დუმის ქალთა და ბავშვთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ტამარა პლეტნევა რუს ქალებს მოუწოდებს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დროს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებთან სექსუალური კონტაქტი არ დაამყარონ.

“ეს ბავშვები შემდგომ იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, საბჭოთა დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასისა არიან, მაგრამ თუ სხვადასხვა, ხომ, მით უმეტეს… ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. მე არ ვარ ნაციონალისტი, თუმცა, მიუხედავად ამისა.. ” – განაცხადა ტამარა პლეტნევამ.

2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთია. წლევანდელი ჩემპიონატი გამოირჩევა იმითაც, რომ 80 წლის განმავლობაში პირველად ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება

მასალების გადაბეჭდვის წესი