ახალი ამბები

უგრეხელიძე სასამართლოში უჩივის ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

14 ივნისი, 2018 • 2797
უგრეხელიძე სასამართლოში უჩივის ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოში უჩივის ქალს, რომელმაც ის სექსუალური შევიწროვებაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ უგრეხელიძემ განცხადება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააკეთა.

როგორც უგრეხელიძე განცხადებაში განმარტავს, მისი საქმე საქალაქო სასამართლომ წარმოებაში დღეს მიიღო. მისივე თქმით, ის “ფარდას ახდის” ყველას, ვინც მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

“ამ კამპანიასა და სიცრუის ტირაჟირებას, არც პოლიტიკურად ანგაჟირებლი სახალხო დამცველი და არც ხელმოცარული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები ჩამორჩნენ! მე ვაძლევ მათ პირობას, რომ სიმართლე არ დაიმალება და კვლავინდებურად, უკიდურესად გაწბილებულები დარჩებიან!,” – წერს უგრეხელიძე.

პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი ბრალს სდებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მამართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. სავარაუდო დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს.

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა, ხოლო თანამდებობა 2018 წლის 27 მარტს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი