ახალი ამბები

“პარტიზანი გოგოების” პასუხი პატრიარქის ეპისტოლეზე [Video]

15 იანვარი, 2014 • • 1558
“პარტიზანი გოგოების” პასუხი პატრიარქის ეპისტოლეზე [Video]

“პარტიზანი გოგოები ანონიმური ფემინისტური ჯგუფია და რეაგირების სპეციფიკური მეთოდები აქვს. ზოგადად ამ ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ  სუროგაციის და დედა–შვილობის თემა იმდენად ჭარბობდა, რომ ამან გადაფარა ყველაფერი და, როგორც ხდება ხოლმე, ქალის თემა ძალიან ჩაიკარგა.


არის დისკრიმინაციული და სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ ეს არის ქალის ადგილი და ქალმა ესა და ეს უნდა აკეთოს. ეპისტოლეში, რომელიც, თუ არ ვცდები, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება, სააღდგომოდ და საშობაოდ, ქალისთვის ადგილის მიჩენის თემა ყოველთვის ჟღერდება ხოლმე.  ამ შემთხვევაში ქალების მუშაობა გართობად იყო მოხსენიებული, ასეთი რამ სხვა დროს არ ყოფილა. ჩვენ ჩვენი მეთოდებით და ჩვენი სპეციფიკით გადავწყვიტეთ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა”, – ამბობს “პარტიზანი გოგოების” ერთ–ერთი წევრი.

ვიდეო “პარტიზანი გოგოების” facebook გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა, კლიპს გარკვეული გამოხმაურება უკვე მოყვა კომენტარების სახით:

“ჯერ ვიდეო ახალი გამოქვეყნებულია, ქალების მხრიდან ცოტა აგრესიული კომენტარები უკვე მოყვა, მაგრამ ეს ნორმალურია. ყველამ ვიცით, რომ კულტურისგან რეპრესირებული ქალიც არის და კაციც. ძალიან კარგია, რომ ვიდეოსთან დაკავშირებით დისკუსია უკვე გაიშალა”, – ამბობს ჯგუფის წევრი.

“პარტიზანი გოგოების” ჯგუფი facebook-ზე 2012 წლის დასაწყისიდან არსებობს და 1400–ზე მეტი მოწონება აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი