ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

14 ივნისი, 2018 • 1715
ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევორპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აგვისტოს ომს კი აფასებენ რუსეთის პირველ თავდასხმად ევროპულ წესრიგზე, რომელსაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართვეოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ასევე მოითხოვს რუსთისგან, შეწყდეს საქართველოს რეგიონების დე ფაქტო აღიარების პროცესი. ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან, რათა ურუნველყოფილი იყოს ოკუპირევულ ტერიტორიებში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუფერხებელი მუშაობა. ასევე, შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი