ბახტაძის შესაძლო პრემიერობას მის ფეისბუკზე ცრემლიანი ემოციებით ეხმაურებიან

რუსთავი 2-ისა და პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე შეცვლის. დღეს დილიდან მოქალაქეები მმართველი გუნდის წევრის ფეისბუკის მთავარ ფოტოზე ცრემლიან ემოციებს გამოხატავენ.

მოქალაქეების თქმით, მამუკა ბახტაძეს დამცინავ ემოციასაც კი ვერ დაუწერენ, რადგან გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ის ქართულ პოლიტიკაში ძალიან სამწუხარო პერსონაჟია.

ქვემოთნაჩვენებ ფოტოზე უკვე 700-ზე მეტი ცრემლიანი ემოციაა დაფიქსირებული.

რას საქმიანობდა მამუკა ბახტაძე, როცა ენმ-ს 20 000 ლარი შესწირა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.