ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალში სირიიდან, თურქეთიდან და იორდანიიდან რეპატრიანტების ჩამოსახლებას გეგმავენ

14 ივნისი, 2018 • 3018
გალში სირიიდან, თურქეთიდან და იორდანიიდან რეპატრიანტების ჩამოსახლებას გეგმავენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რეპატრიაციის სამინისტროს წარმომადგენლები გალში რაიონის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას შეხვდნენ და აფხაზი რეპატრიანტების ჩამოსახლების გეგმების შესახებ ისაუბრეს.

როგორც გალის ტელევიზიასთან საუბარში ბესლან დბარი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რეპატრიაციის მინისტრი აცხადებს, ეს საკითხი სოხუმისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

“სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს ორმაგად გვახარებს, რადგანაც სირია არის ქვეყანა, სადაც აფხაზების შთამომავლები ცხოვრობენ, ანუ ჩვენი დიდი დიასპორის ქვეყანაა. ვფქირობ, გეოპოლიტიკურ ჭრილში აფხაზეთისთვის ახალი პერსპექტივები იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ დიდი აფხაზური დიასპორა ბევრ ქვეყანაში არსებობს”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, გალში რეპატრიანტების დაბრუნება, სირიის გარდა, თურქეთიდან და იორდანიიდანაც იგეგმება.

“ისინი მიიღებენ მხარდაჭერას განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის საკითხებში. კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა უკვე რეალიზაციისთვის”.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი