ახალი ამბები

ჯანელიძე: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები

14 ივნისი, 2018 • 1981
ჯანელიძე: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები

დარჩება თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ამჯამინდელი მოვალეობის შემსრულებელი მიხელ ჯანელიძე მთავრობის ახალ კაბინეტში – ჟურნალისტების ამ კითვაზე საპასუხოდ ჯანელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა გინდთან ექნება კონსულტაციები.

“პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ სრულიად ვიზიარებ იმ განცხადებას, რიომელიც გაკეთდა გუშინ ბატონი კვირიკაშვილის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ მან იმაზე მეტიც გააკეთა მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე მან ეს აღნიშნა პრესკონფერენციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში წარმატებები გვქონდეს როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით

მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან მექნება კონსულტაციები”.

ჯანელიძემ ეს განცხადება ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა”  გააკეთა. კონფერენციაზე სიტყვით გიორგი კვირიკაშვილიც უნდა გამოსულიყო, თუმცა მან  13 ივნისს პრემიერ-მინისტრის პოსტი  დატოვა. შესაბამისად,  უფლებამოსილება შეუწყდა ყველა მინისტრს და ახლა ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. უმრავლესობის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე უნდა იმსჯელონ,  17.00 საათზეა დანიშნული. წინასწარ გავრცელებული ცნობით, უმრავლესობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი და ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი