პირველი არხი და რუსთავი 2: პრემიერ-მინისტრის პოსტს მამუკა ბახტაძე დაიკავებს

ტელეკომპანიების, “რუსთავი2”-ისა და “პირველი არხის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი და ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, 14 ივნისს, უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 ივნისს გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან