ახალი ამბები

პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ

13 ივნისი, 2018 • 1810
პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ახალი მთავრობის შექმნამდე მთავრობის მოქმედ შემადგენლობას დაევალა მოვალეობის შესრულება.

“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე,”-წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი