ახალი ამბები

ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – ვაშაძე პრემიერის გადადგომაზე

13 ივნისი, 2018 • 5889
ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – ვაშაძე პრემიერის გადადგომაზე

“ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო”- ასე ეხმაურება პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.

“ჩვენმა ბრძოლამ შედეგ გამოიღო! მთავრობა გადაყენებულია. ეს მხოლოდ დასაწყისია!”-წერს ვაშაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

სანამ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა” და წარმატებებიც უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი