ახალი ამბები

პრემიერის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა – მამუკა მდინარაძე

13 ივნისი, 2018 • 1702
პრემიერის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეკონომიკურ პოლიტიკაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო და პრემიერის გადადგომა გარკვეულწილად უკავშირდება გუნდის შიგნით არსებულ განყობას.

“პრემიერის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, უკანასკნელ პრეიოდში გუნდში ეკონომიკურ საკითხებზე  გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო.  მთელი გუნდი ვზრუნავდით იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარებულიყო. გუნდში იყო განწყობა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტი დინამიკით უნდა განვითარდეს. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და კამათიც იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება გუნდის ამ განწყობის გაგრძელებაა. გუნდს ახალი ენერგია და ახალ გამოწვევაზე პასუხი სჭირდება,”-განაცხადა “იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი